პრეზიდენტი სასჯელაღსრულების მინისტრს შეხვდა

24 ივნისი 2016, 00:00 1659 ნახვა

არის თუ არა უზრუნველყოფილი კონსტიტუციით და კანონით გარანტირებული უფლებები პენიტენციურ დაწესებულებებში ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის, მათი   მდგომარეობით საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა. როგორც  სასჯელაღსრულების მინისტრმა განაცხადა ყველა პატიმრის, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები პენიტენციურ დაწესებულებებში გარანტირებულია. კახი კახიშვილის თქმით, შეხვედრის აუცილებლობა ევროპელი კოლეგების მიერ პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილის განხილვის ფარგლებში დადგა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის თაობაზე საუბარი არ ყოფილა. 

ამავე კატეგორიაში