ე.წ. ციანიდის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს

06 დეკემბერი 2017, 00:00 2226 ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს. ბრალდებული დეკანოზის ადვოკატები სასჯელის სრულად გაუქმებას ითხოვენ.  

გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, როგორც ვიცით, საქალაქო სასამართლოს განაჩენს პროკურატურაც ასაჩივრებს. ბრალდების მხარე დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის მუხლის „შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობის მცდელობით“ შეცვლას არ ეთანხმება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში