პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

27 დეკემბერი 2017, 00:00 2449 ნახვა

“კვირის პალიტრა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ თურქეთში დაკავებული ცოლ-ქმარი, ახმედ ჩატაევის გარემოცვის წევრები იყვნენ. ჩატაევის დახმარების ბრალდებითაა დაკავებული 5 მოქალაქე საქართველოში, აქედან ერთ-ერთი დაკავებისას დაჭრეს.

სწორედ ამ ფაქტზე დღეს განცხადებები გაავრცელეს პანკისის ხეობაში, განცხადებები გაკეთდა მუსლიმთა სამმართველოში, ასევე ამ ფაქტზე ისაუბრა სახალხო დამცველმა. რა მოხდა პანკისის ხეობაში? სპეცოპერაცია და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება ახალი გამოძიების დაწყების საბაბი გახდა.

რა ვითარებაში დაჭრეს ბრალდებული? პანკისის ხეობაში მცხოვრები უხუცესები ხელისუფლებას მიმართავენ. ხელისუფლების მისამართით ავრცელებს ასევე განცხადებას მუსლიმთა სამმართველო და მოუწოდებს მთავრობას ყველაფერი გაკეთდეს სტაბილურობის შესანარჩუნებლად. სამმართველო ისლამის სახელით ჩადენილ ნებისმიერ ძალადობას ემიჯნება

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში