გონიოელების სასამართლო პროცესი გადაიდო

28 ივნისი 2016, 00:00 3702 ნახვა

გონიოს მიწებთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე დაკავებული ენვერ ირემაძისა და გურამ მიქელაძის სასამართლო პროცესი 30 ივნისისთვის გადაიდო - გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ მიიღო. დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხა, მათ შორის აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი. მოსამართლის განმარტებით, ჩვენებებს დეტალურად გაეცნობა და გადაწყვეტილება 2 დღეში გამოცხადდება. ირემაძესა და მიქელაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავება, რაც სამართალდამცველებისათვის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 400 ლარამდე ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან 90 დღით პატიმრობას ითვალისწინებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში