როკის ლეგენდები ბათუმში-კონცერტი 3 ივლისს გაიმართება

28 ივნისი 2016, 00:00 6486 ნახვა

როკის  ლეგენდები ბათუმში – 3  ივლისს  ბათუმის  ხელოვნების  ცენტრში  70-80-იანი  წლების  ვარსკვლავები, კლასიკური მუსიკისა  და მძიმე  როკის  ცნობილი შემსრულებლები მსმენელის  წინაშე წარდგებიან. ჯგუფ  რეინბოუს წევრი, ბუგი ვაითი, ტიმ რიფერ ოუენი- ჯგუფ ჯუდას პრისტიდან,  დან მაკფერტი- ნაზარეთის  სოლისტი  და ბრაიან  ჰაუ - ბედ ქომფანის წევრი ბათუმში  სპეციალური  საკონცერტო პროგრამით  ჩამოდიან.  ეს იქნება როკის  გაორკესტრებული  ვერსია, რომელსაც ბათუმელი ზვიად ბოლქვაძე უდირიჟორებს.  ვარსკვლავების ჩამოსვლამდე  ბათუმში  საკონცერტო პროგრამაზე  უკვე მუშაობენ.  ცნობილ როკ ვარსკვლავებს  აკომპანირებას  ბათუმის მუსიკალური ცენტრის  სიმფონიური  ორკესტრი და მოწვეული მუსიკოსების ბენდი  გაუწევენ. ასევე სიმბოლურად  სამი ივლისის  კონცერტში მონაწილეობას  მიიღებენ ბათუმელი როკ შემსრულებლებიც.  

 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში