ლევან ვარშალომიძე ბათუმშია

03 ივლისი 2016, 00:00 3143 ნახვა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ცოტა ხნის წინ აჭარაში დაბრუნდა. მას სარფში სანდრა რულოვსი, თანაგუნდელები და მხარდამჭერები დახვდნენ. ლევან ვარშალომიძეს სამომავლო გეგმებზე არ უსაუბრია, მან იქ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ გამარჯვების დრო დადგა და ბრძოლას ხალხთან ერთად ხვალიდანვე დაიწყებს. საბაჟოდან ვარშალომიძემ თანამოაზრეებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის ოფისში გადაინაცვლა.

ამავე კატეგორიაში