240-ე დამოუკიდებლობის დღე

04 ივლისი 2016, 00:00 2092 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები. პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. ვაშინგტონის ცენტრალურ ბულვარში კი ტრადიციული აღლუმი ჩატარდება. მოგვიანებით კაპიტოლიუმის მახლობლად კონცერტი გაიმართება. წელს შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 240-ე წლისთავს აღნიშნავს. 1776 წლის 4 ივლისს დამოუკიდებლობის აქტის მიღებით, ამერიკულმა კოლონიებმა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 

ამავე კატეგორიაში