აჭარის უმაღლესი საბჭოში დღეს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოში  „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ორი დეპუტატისთვის,  მამუკა თურმანიძისა და   ვახტანგ ბერიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს.  ვახტანგ ბერიძე ხულოს, ხოლო მამუკა თურმანიძე ქედის მერი გახდა. ისინი    უმაღლეს საბჭოში პარტიის სიაში მომდევნო წევრმა,  ილია ვერძაძემ და ნადიმ ვარშანიძე შეცვალეს.
დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ გახარია საქართველოსთვის პარტიის ორივე  წევრი.  პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა რეგლამენტით გათვალისწინებული არ იყო, თუმცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სიტყვა  მიეცათ  ახალ წევრებს, შეთავაზებით ისარგებლა გახარიას პარტიის წევრმა  ნინო ჩხეტიამ. მან  მზია ამაღლობელისთვის გადაცემულ  პრემიაზე    გაამახვილა ყურადღება. ასევე  შენიშვნები ჰქონდა  იმ დეპუტატების მანდატების შეწყვეტის ვადებზე რომლებიც არჩეული არიან მუნიციპალიტეტის მერებად. 
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            