ოთხივე მინისტრს უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდათ

06 ივლისი 2016, 00:00 4420 ნახვა

 რეგიონის ოთხივე მინისტრი დავით ბალაძე, ზაურ ფუტკარაძე, გიორგი თავამაიშვილი, ნუგზარ სურმანიძე ავტომატურად ითვლებიან გადამდგარად, თუმცა ისინი ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ახალი მთავრობის ფორმირებამდე. მინისტრების მოადგილეებს კი უფლებამოსილება უწყდებათ ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე. კანონმდებლობით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არ აქვს ვალდებულება გადადგომასთან დაკავშირებით რომელიმე თანამდებობის პირს ან აჭარის უმაღლეს საბჭოს წერილობით მიმართოს. ახალი თამჯდომარე კი დამტკიცების შემდეგ უმაღლეს საბჭოს ახალ მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს.

ამავე კატეგორიაში