გლოვის ღამე ტყიბულში

09 აპრილი 2018, 00:00 2537 ნახვა

გლოვა ტყიბულში. ქალაქში დაღუპული მეშახტეების ხსოვნის პატივსაცემად მდუმარე აქცია იმართება. მინდელის შახტში დაღუპულებს ხვალ დაკრძალავენ. 5 აპრილს, უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში კედლების დეფორმაციის შედეგად ჭერი ჩამოიშალა. გამოძიება დაწყებულია. უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ამახვილებენ ყურადღებას უფლებადამცველები, ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ დაღუპულების ოჯახის წევრები.

გასული კვირის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტმა გამორიცხა სეისმური ბიძგების ვერსია, ახლა მიმდინარეობს იმის დადგენა ჰქონდა თუ არა ადგილი ე.წ. სამთო დარტყმას.

დაზარალებულების ოჯახებს კომპანია და სადაზღვევო კომპანია კომპენსაციის სახით 50 ათას ლარს ჩაურიცხავს. დაღუპვას გადარჩენილები ფიქრობენ, რომ შახტში ისევ ჩავლენ, რადგან ეს მათთვის არსებობის ერთადერთი წყაროა.

ცნობისთვის მინდელის შახტში მეშახტეების დაღუპვის ეს პირველი შემთხვევა არაა. ტრაგიკული მოვლენები გასული წლის მაისშიც განვითარდა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი