ნარჩენები 20 ჰექტარზე - ნაგავსაყრელის გავლენა ფლორაზე, ფაუნასა და ადამიანებზე

20 აპრილი 2018, 00:00 10223 ნახვა

წარმოუდგენელი რეალობა რეალურ დროსა და რეალურ სოციალურ პირობებში – ნარჩენების მართვისკენ წინ და უკან გადადგმული ნაბიჯები და ბათუმის ნაგავსაყრელი, რომელიც საქართველოს მთავრობის ეროვნული გეგმის მიხედვით, ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დახურულიყო.

თემა არც 2017 წელს დაწყებულა და არც წელს დასრულდება. ნაგავსაყრელის დახურვის აუცილებლობასა და ნარჩენების მართვაზე 10 წლის წინაც საუბრობდნენ. პროცესი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ შედარებით დააჩქარა, რომელიც ქვეყანას პირდაპირ ავალდებულებს ნარჩენების მართვას და ევროპულ სტანდარტთან დაახლოვებას.

მართვაში ეკოლოგიური ზიანის თავიდან აცილება და ეკონომიკური სარგებელის მიღებაც იგულისხმება – აჭარა კი ჯერ ვერც მართავს და მითუმეტეს ვერც სარგებელს იღებს. სარგებლის მიღებას ნაგავსაყრელზე შეკრებილი მოქალაქეები ცდილობენ, რომლებიც ჯანმრთელობის ფასად ნარჩენებში ღირებულ ნივთებს ეძებენ.

რეპორტაჟი, რომელიც “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის გრანტის” ფარგლებში მომზადდა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში