“დიდებიდან თავისუფლებამდე”

27 მაისი 2018, 00:00 1850 ნახვა

დიდებიდან თავისუფლებამდე” თბილისში რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ორივე ჰიმნი შესრულდა, გაცოცხლდა ისტორია. გალა კონცერტი  ამინდის გაუარესების მიუხედავად დაანონსებულ დროს ზუსტად 9 საათზე დაიწყო საღამო სიტყვით გამოსვლით თბილისის მერმა კახი კალაძემ გახსნა,სცენიდან მან ემიგრანტებს თარიღი მიულოცა და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 100 წლიან პერიოდზე ისაუბრა. სპეციალურად კონცერტისთვის 5 -მა ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა განსხვავებული ჟანრის ნამუშევარი წარადგინა.

საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წელი ხუთ პირობით ეპოქად იყო დაყოფილი, თითოეულ ეტაპს კონკრეტულმა კომპოზიტორმა თავისი ნამუშევარი მიუძღვნა. გალა კონცერტში მონაწილეობა ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე შემსრულებლებმა მიიღეს. ეპოქების ცვლის აღსაქმელად კონცერტში ვიზუალური ეფექტების ნაცვლად, განსხვავებული ხმოვანი არქიტექტურა გამოიყენეს. კონცერტს აკომპანირება მირიან ხუხუნაიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის ორკესტრთან და გუნდთან ერთად გაუწია. საღამო გრანდიოზული ფოიე​ვერკით დასრულდა

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში