ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე, 32 წლის ქალის დაჭრაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

03 ივნისი 2018, 00:00 12751 ნახვა

სამართალდამცავებმა 26 წლის მამაკაცი, სპეცოპერაციის შედეგად, ბათუმში სასტუმრო თანამგზავრში აიყვანეს. იგი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დააკავეს, თუმცა ბრალდებულს დღეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარედგინა. 

​თუ დაკავებულს ბრალი დაუმტკიცდა, მას 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებულის სასამართლო პროცესი ხვალ, 10 საათსა და 30 წუთზეა ჩანიშნული. 

რაც შეხება ლიფტში დაჭრილ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. 

27 მაისს, ბრალდებულმა 26 წლის მამაკაცმა, საცხოვრებელი სახლის ლიფტში, ახალგაზრდა ქალს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში