საცხოვრებელი სახლის სარდაფში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

17 ივლისი 2018, 00:00 5609 ნახვა

გუშინ, 16 ივლისს ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ის სანტექნიკოსი იყო და შემთხვევის ადგილზე, სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მისულ მედიკოსებს, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებთან შეხება გახდა. 

55 წლამდე ასაკის კაცის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში