საქართველო და ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ

22 აგვისტო 2018, 00:00 1501 ნახვა

რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოში აყენებს. „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“  - ახალი სახელმწიფოთაშორისო საჩივარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება.

სარჩელში ნათქვამია, რომ ეს პრაქტიკა განსაკუთრებით გამწვავდა და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს. სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში  სარჩელს „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ”  გააგზავნის, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიაც“.  

ამავე კატეგორიაში