ბათუმში პუშკინის ქუჩაზე სამშენებლო მასალების მაღაზიები იწვის

30 აგვისტო 2018, 00:00 2373 ნახვა

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტები იწვის. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი 23-ე სკოლის უკან, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და სხვა სავაჭრო ობიექტებსაც მოედო, სადაც სამშენებლო მასალები და მალაალებადი პროდუქტები იყიდება. მაღაზიებში საღებავები, შპალერები და სხვა პროდუქტებია განთავსებული. 

ადგილზე 100-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს, მობილიზებულია სახანძრო მანქანები. 

სახანძრო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით, მოქალაქეები არ დაშავებულან, ცეცხლმა ამ დორისთვის უკვე გაანადგურა სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი. 

ცეცხლის 03:45 საათისთვის არ არის ლოკალიზებული. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. 

ფოტო: თეკლა მჭედლიძე

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში