ირაკლი კობახიძე - მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა არ გვეჩქარება

16 სექტემბერი 2018, 00:00 1580 ნახვა

მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა ცალკე მოხდება, რომელიც  მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს.

მეორე ნაწილში კი  კანაფის პროდუქტების წარმოება - კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებენ.  ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მერი გადადგმული ნაბიჯი, კანონპროექტის ორ ნაწილად განხილვასთან დაკავშირებით,  დემოკრატიული პროცესის  ნაწილია.როგორც ამბობს,  გაიმართება კონსულტაციები და საპატრიარქოს არაფრის დათმობა არ მოუწევს. 

ამავე კატეგორიაში