''დამოუკიდებლობისა და გამარჯვების'' დღე ოკუპირებულ აფხაზეთში

30 სექტემბერი 2018, 00:00 1678 ნახვა

ოკუპირებულ  აფხაზეთში დღეს, დამოუკიდებლობის დღე, სამხედრო აღლუმით აღნიშნეს. მაშინ, როდესაც საქართველო აფხაზეთის ომიდან 25 წლის თავს გლოვობს, სოხუმში, თავისუფლების მოედანზე „აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღეს“ ზეიმობენ.  აღლუმი, დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გამოსვლით დაიწყო, რომელმაც 1992 წლის მოვლენები გაიხსენა და ჩრდილოკავკასიელი ერების როლს გაუსვა ხაზი, მათ გამარჯვებაში.

ხაჯიმბას თავის გამოსვლაში, არც რუსეთი გამორჩენია, ქვეყანა, რომლის ოკუპაციაც საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დღემდე გრძელდება. ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ "დამოუკიდებლობის დღეს" აღნიშნავენ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთშიც.

2018 წლის, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა "დამოუკიდებლობის" 10 წლისთავი აღნიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთს ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჰყავდა თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, დე ფაქტო სახელმწიფო მაინც 10-წლიან დამოუკიდებლობას ზეიმობს. ანუ, ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის მიერ აღიარების თარიღს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი