ზაზა ხალვაშის „ნამე“ აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალის პროგრამაში

30 ოქტომბერი 2018, 00:00 2271 ნახვა

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი „ნამე” აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ოჯახის ისტორია, რომელშიც ადამიანები სხვადასხვა მრწამსით ცხოვრობენ, ზაზა ხალვაშის ფილმის მთავარი თემაა.

სამი ძმიდან ერთი მუსლიმია, მეორე ათეისტი, მესამე კი  მართლმადიდებელი. ნამე სოფლის  მკურნალია, ოჯახის ტრადიციის გამგრძელებელი.მისტიკური ფილმის მთავარი გმირი სწორედ ნამეა. ახალგაზრდა გოგო, რომელიც ადამიანებს ჯადოსნური წყლისა და თევზის მეშვეობით კურნავს. სურათში მოქმედება აჭარის მაღალმთიან ზონაში მიმდინარეობს. მაყურებელმა სურათი პირველად ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ნახა. „ნამეს“ პრემიერის შემდეგ პრესამ კინოსურათის შესახებ საინტერესო რეცენზიები გამოაქვეყნა.  „ნამე”-ს აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვედრა ფილმის რეჟისორმა შეაფასა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში