ბათუმში დასვენების დღეები მზიანი და თბილი იქნება

02 ნოემბერი 2018, 00:00 2155 ნახვა

შაბათი და კვირა ბათუმში მზიანი და თბილი იქნება. 3 და 4 ნოემბერს აჭარის სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში  ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს.

შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან  ინტენსიურად გავრცელებული თბილი ჰაერის მასების  ზემოქმედებით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთის დაბლობზე +20, +25, აღმოსავლეთის ბარში კი +13, +18 გრადუსი იქნება.

 

ფოტო: ირინე წუწუნავა

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში