დავით ზალკალიანი - გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაციას

08 ნოემბერი 2018, 00:00 1467 ნახვა
00:00
00:00

გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაციას,ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ ატოცის გასწვრივ ოკუპანტების მიერ ე.წ. გამყოფი ხაზის გავლების საკითხს.

მისი განცხადებით, საკითხს ეუთოსა და ევროპის საბჭოსთან კომუნიკაციის ფორმატში განიხილავენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ  არ აპირებენ შეეგუონ არც ძველ და არც ახალ მავთულხლართებს და ბუნებრივია ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ რომ დაიშალოს ეს მავთულხლართები საქართველოს შუაგულში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი