ირლანდიელი სენატორების მხარდაჭერა საქართველოს

09 ნოემბერი 2018, 00:00 1606 ნახვა

საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლებას ირლანდიელი სენატორები გამოეხმაურნენ. სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ და  საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირლანდიის სენატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პარალელურად, სენატორებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსირეს და რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს.

შეგახსენებთ, ირლანდიის სენატმა 8 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო.

ამავე კატეგორიაში