„როცა ჩვენ ვამბობთ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ - ჩვენ ვამბობთ, არა პატიმრების წამებას, არა ახალგაზრდების ქუჩაში მოკვლას, არა ქონების წართმევას, არა ჩვენი ქვეყნის მიწების ჩაბარებას“-განაცხადა დღეს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა. მან აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.
ირმა ინაშვილი თვლის, რომ ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ოპონენტებად დასახელება და შეწყვიტოს მათთან კოჰაბიტაცია. 23 ნოემბერს, „არა ნაცებს“ - ამ სახელწოდებით „პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში აქცია გამართა. მათ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი გაიხსენეს და განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნებას.