ხელვაჩაურში სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძეს 10%-იანი სხვაობით უგებს 

28 ნოემბერი 2018, 00:00 1355 ნახვა

ხელვაჩაურში საარჩევნო უბნების 50% უკვე დათვლილია. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 59,55%-ით ლიდერობს, დაახლოებით 19%-ით ნაკლებმა მისცა ხმა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს. გრიგოლ ვაშაძე 40,45%-მა დაუჭირა მხარი.

ხელვაჩაურში 23 უბანზე ბიულეტენები უკვე დაითვალეს. ოლქში მონაცემები პერიოდულად შედის და პროცენტული მაჩვენებელიც იცვლება. 

დღეს მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს ირჩევენ. პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

ამავე კატეგორიაში