600 000 მოქალაქისთვის ვალის ჩამოწერის დაანონსებას სადამკვირვებლო ორგანიზაციები ''სიურპრიზს'' უწოდებენ 

29 ნოემბერი 2018, 00:00 1855 ნახვა

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შეაფასეს და სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცეს. 

მათი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი გამოირჩეოდა უარყოფითი საინფორმაციო კამპანიითა და სიძულვილის ენით.

სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრებმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც ისაუბრეს. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 600 000 მოქალაქისთვის ვალის ჩამოწერის დაანონსებას ''სიურპრიზი'' უწოდეს. ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს შესაძლოა, მოქალაქეების მოსყიდვის მცდელობა ყოფილიყო.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში ევროპარლამენტის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა დ ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლები შედიან.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში