სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ბიუჯეტიდან მილიონ-მილიონ ლარს მიიღებენ

29 ნოემბერი 2018, 00:00 1359 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ბიუჯეტიდან მილიონ-მილიონ ლარს დეკემბრის შუა რიცხვებამდე მიიღებენ. ამას  „საარჩევნო კოდექსის“ 56-ე მუხლი ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც, მილიონ ლარს იღებს ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 10 %-იან ბარიერს გადალახავს. ასეთი კი როგორც უკვე გითხარით სამი სუბიექტია. შეტყობინება ცესკომ უკვე მიიღო აუდიტის სამსახურისგან. საარჩევნო ადმინისტრაციამ კი უკვე გადააგზავნა წერილი ფინანსთა სამინისტროში. სწორედ ამ უწყებამ უნდა გამოყოს თანხა.

ანგარიშსწორებისთვის ვადად განსაზღვრულია, არჩევნების საბოლოო შედეგის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, რაც დაახლოებით ინაუგურაციამდე პერიოდია.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ბანკი „ქართუდან“ 1 მილიონი ლარის სესხი აქვს აღებული. რაც შეეხება შემოწირულობას, ზურაბიშვილს აგვისტოდან 19 ნოემბრამდე პერიოდში 9 მილიონამდე ლარი შესწირეს, გრიგოლ ვაშაძეს კი მილიონ ორასი ათასი. 

ამავე კატეგორიაში