ორწლიანი ბრძოლის შედეგი მავნებელთან

07 დეკემბერი 2018, 00:00 1522 ნახვა

აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი ციტრუსზე შემცირდა, თუმცა მავნებელმა ბოტანიკურ ბაღში არსებულ დეკორატიულ მცენარეებზე გადაინაცვლა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ფაროსანასთან ბრძოლის უკვე 2 წლიანი გამოცდილება აქვთ, გააქტიურებული სამუშაოების შედეგად კი მწერის მიერ მიყენებული ზიანი შემცირდა, რაც მოსავალზეც და შესაბამისად ექსპორტზეც აისახა.

აჭარაში, წელს ჯამში 60 ათას ტონაზე მეტ ციტრუსის მოსავალს ელიან, უკვე ექსპორტზე თითქმის 11 ათასი ტონა მანდარინია გასული, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაცილებით მეტია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში