ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 280-ს გადააჭარბა

24 დეკემბერი 2018, 00:00 3270 ნახვა

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 280-ს გადააჭარბა, დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. ცუნამი სუმატრასა და იავას კუნძულებზე ვულკან „ანაკ კრაკატაუს“ ამოფრქვევამ გამოიწვია.

სანაპირო რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას კიდევ ერთი ცუნამის შესახებ აფრთხილებენ.მეტეოროლოგების, კლიმატოლოგებისა და გეოფიზიკის სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობამ სანაპიროზე ნებისმიერი ქმედებებისგან თავი შეიკავოს და სანაპირო ზოლს გაეცალოს,“  ცუნამის შედეგად საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა განადგურდა. სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზრდება. ვულკანი  გუშინ ამოიფრქვა.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში