საჩივარი ექიმის წინააღმდეგ

04 იანვარი 2019, 00:00 11255 ნახვა

მედ-ცენტრის ექიმის, ბეჟან ხოზრევანიძის საქმეზე საქართველოს სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სავარაუდოდ მალე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. ამჯერად ექიმს ელიზა ჩხობაძის ოჯახის წევრები უჩივიან.

51 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში, 2 კვირის წინ გარდაიცვალა. ოჯახი ფიქრობს, რომ შეცდომა პირველადი დახმარების დროსაა დაშვებული.

ემერჯენსის ექიმი, 14 დეკემბრის ღამეს, ბეჟან ხოზრევანიძე იყო. ამ ექიმს 10 დეკემბრამდე საქმიანობის უფლება ჰქონდა შეჩერებული. სანქცია მას შემდეგ განხორციელდა რაც მას, ჩვენი თანამშრომლის ზუკა ფაღავას გარდაცვალების გამო მაუწყებელმა უჩივლა.
 

მაშინ გადაცდომა ოფიციალურად დადასტურდა, ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კი ჯერ არაფერია დადგენილი და დამტკიცებული.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში