მობილობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსი

22 იანვარი 2019, 00:00 1788 ნახვა

კულტურის სფეროს აჭარაში რეგისტრირებული წარმომადგენლებისთვის მობილობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსი დაიწყო. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ხელოვანების  ადგილობრივ და საერთაშორისო კულტურის ღონისძიებებში მონაწილეობას დააფინანსებს.   პროგრამის ბიუჯეტი 100 000 ლარია, ხოლო თითოეულ ბენეფიციარზე საგრანტო წესით არაუმეტეს 10 000 ლარი გაიცემა. 

კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს ღონისძიებაზე მონაწილეობის, ტრანსპორტირების, განთავსების, კვების, პოლიგრაფიული მომსახურების ხარჯი. საგრანტო კონკურსს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს. განცხადებების მიღება 31 იანვრამდე გაგრძელდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში