ბაღში ბავშვმა სადეზინფექციო ხსნარი დალია - ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

23 იანვარი 2019, 00:00 2454 ნახვა

დამწვრობის რა ხარისხი აღენიშნება სამწლინახევრის ბავშვს შხამქიმიკატის დალევის შემდეგ ხვალ გახდება ცნობილი. მოზარდს  საყლაპავი მილის ვიზუალური დათვალიერება უნდა ჩაუტარდეს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. რატომ გახდა სადეზინფექციო ხსნარი ბავშვისთვის ხელმისაწვდომი და ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა? – მომხდარზე მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტომ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ დაიწყო.

შემთხვევა ბათუმის 31-ე ბაღში მოხდა. იმ დროს,  როცა ძიძა სადეზინფექციო  სამუშაოებს ატარებდა. აღმზრდელი ამბობს, რომ ბავშვმა ხსნარიანი ჭურჭელი აიღო, თუმცა არ იცის, დალია თუ არა. ბავშვი ამ დროისთვის თბილისში იაშვილის კლინიკაში რჩება.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში