ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი პატიმრობიდან გათავისუფლდა

25 იანვარი 2019, 00:00 1277 ნახვა
00:00
00:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძეს 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლა. ის  საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე რჩება.  

გეგეშიძე სისხლის სამართლის საქმის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით იყო ბრალდებული, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტი 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ჩემპიონატს უკავშირდება, სადაც გავრცელებული კადრების თანახმად, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი