მერიაში KFW-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

19 თებერვალი 2019, 00:00 1251 ნახვა

 ბათუმის მერიაში წყლისა და წყალარინების მიწისქვეშა კომუნიკაციების აღმასრულებელ სააგენტოსთან შეხვედრა გაიმართა. Kfw- ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე ადლიისა და კახაბრის ტერიტორიებზე წყლისა დაწყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის დაწყების საკითხიც განიხილეს. ბათუმის მერის შეფასებით მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები გიორგი ბრწყინვალესა და ჯავახიშვილის ქუჩებზე აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოების შემსრულებელი სააგენტოს წარმომადგენლები დღესვე  არდაგნის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე-სატუმბი სადგურის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებენ. ახლადშემოერთებულ ტერიტორიებზე მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანა იგეგმება, პროექტი  60 მილიონ ევროს მოიცავს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში