ღია წერილი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს

21 თებერვალი 2019, 00:00 1514 ნახვა

მართლმსაჯულების ბედით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეები, ყოფილი მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციები დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს დახმარებისთვის მიმართავენ.  

წერილში ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეა საუბარი, აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემა ბევრი ფაქტორის გამო არ არის გამართული და დამოუკიდებელი.

ღია წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ „არსებულ ვითარებაში ილუზიაა იმის ვარაუდი, რომ სასამართლოში არსებული კრიზისული მდგომარეობა გამოსწორდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებისა და წესების შემუშავებით.“

აღნიშნავენ, რომ „ერთადერთი გამოსავალი კლანის წევრების და საბჭოში მათი მხარდამჭერი 11 წევრის გადადგომა, ამის შემდეგ კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაა.“ ორგანიზაციები მოუწოდებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს: - კიდევ ერთხელ მკაფიოდ შეაფასოთ სასამართლო რეფორმის შედეგები; - არ დაუშვან, მათი სახელის გამოყენებით იმ პროცესის ლეგიტიმაცია, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებებს არ ასახავს და არ ეხმიანება. - მხედველობაში მიიღონ ის, რომ გამართული პროცედურები და კრიტერიუმები თავის მიზანს მიაღწევენ მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის, ხელახალი პლურალისტული წესით განახლების შემთხვევაში" - წერია მიმართვაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი