ხმაური უმაღლესი საბჭოს პლენალურ სხდომაზე

21 მარტი 2019, 00:00 1135 ნახვა

ხმაური უმაღლესი საბჭოს პლენალურ სხდომაზე. ოპოზიცია მთავრობის წევრების მისვლას ითხოვს საკანონმდებლო ორგანოში. ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეკითხვები აქვს ფინანსთა მინისტრთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. პოლიტიკურ განცხადებებს სხდომაზე თითქმის ერთი  საათი დაეთმო. დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ ცვლილებებს რეგლამენტში.

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაზუსტდა დეტალები და რედაქტირებულ ვარიანტში  გათვალისწინებულია როგორც ოპოზიციის, ისე მესამე სექტორის შენიშვნები. უმცირესობაში კი აცხადებენ, რომ შეცვლილი რეგლამენტით ფრაქციებს მთავრობის წევრების დაბარების უფლება ერთმევათ.

18:00 საათის საინფორმაციო გამოშვება: 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში