მწვავე შეკითხვების ფონზე მიმდინარეობდა თეა წულუკიანის მოსმენა პარლამენტში

21 მარტი 2019, 00:00 1062 ნახვა

მწვავე შეკითხვების ფონზე მიმდინარეობდა თეა წულუკიანის მოსმენა პარლამენტში.  ,,ევროპულმა საქართველომ“ იუსტიციის მინისტრს უწყებიდან გათავისუფლებული პირების საქმე შეახსენა. ოპოზიციის ნაწილი თეა წულუკიანის გამოსვლას პარლამენტში არ ესწრება.  

თავად მინისტრმა უმცირესობა სუსტ და ზედაპირულ გამოსვლებში დაადანაშაულა. ზურაბ ჭიაბერაშვილს კი ის პერიოდი შეახსენა, როცა იგი ცესკოს თავმჯდომარე იყო. თეა წულუკიანის განცხადებით, ასლან აბაშიძის დროს  ჩატარებული არჩევნები მაშინ გაყალბდა, რადგან ქობულეთსა და ხულოში განმეორებითი არჩევნები აღარ ჩატარებულა , რის გამოც მინისტრმა ჭიაბერაშვილი  არჩევნების მასობრივი უფლების წართმევაში  დაადანაშაულა.  

თეა წულუკიანის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ იუსტიციის სამინისტროს წარსულშიც და  ახლაც ჰქონდეს ხარვეზები, ასე მოხდეს მომავალშიც, თუმცა მიაჩნია, რომ  სამინისტრო მაინც ერთ-ერთი წარმატებული უწყებაა ქვეყანაში.  

იუსტიციის მინისტრმა მინისტრის საათის ფარგლებში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშზე ისაუბრა. კონკრეტულად კი ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში