საკადრო პოლიტიკა - ვინ იქნება შემდეგი?

02 ივნისი 2019, 19:30 2243 ნახვა

რუსული ანსამბლის ბათუმის ქუჩებში გამოჩენას შეეწირა მიმდინარე კვირას, აჭარის განათლების მინისტრის თანამდებობა. ინგა შამილიშვილმა, როგორც თავად აღნიშნა, მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, ტელევიზიით გაიგო. პირადად არავის უცნობებია გათავისუფლების შესახებ,  აჭარის მუზეუმის დირექტორისთვისაც. თამარ ორაგველიძე სამსახურიდან, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გაუშვა.

ამ გათავისუფლებებს, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი ინტერპრეტაცია მიეცა, ზოგმა მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, მისი წინამორბედის კადრებზე გალაშქრებად მიიჩნია, ზოგიერთი კი საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე ალაპარაკდა, რათა მომავალში, ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილებები თავიდან იქნას აცილებული.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში