სეტყვამ ხულოში ნარგავები დააზიანა

15 ივნისი 2019, 12:14 1494 ნახვა

სეტყვის შედეგად ხულოში, ღორჯომის, დიოკნისისა და რიყეთის  ადმინისტრაციული ერთეულები დაზარალდა. დაზიანებულია ნარგავები, ბოსტნეული და ხეხილი. წინწკალაშვილებსა და ჭახაურში კი, ძლიერი ქარის შედეგად სახურავის ნაწილი ჩამოიშალა ორ სახლსა და დამხმარე ნაგებობებზე.

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, სპეციალური კომისია შეისწავლის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში