პრემიერ მინისტრი პარლამენტში რუსი დეპუტატების საკითხს 3 საათის შემდეგ ეხმაურება 

20 ივნისი 2019, 14:14 1520 ნახვა

"ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას" - ასე გამოეხმაურა პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე პარლამენტში რუს დეპუტატების მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების ფაქტი. 

"უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა!

ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს!

სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე!" - წერს მამუკა ბახტაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში