„მინდა, ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების სამართლიან პროტესტს - ბერა ივანიშვილი

22 ივნისი 2019, 22:11 2793 ნახვა

პარტია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შვილი, მუსიკოსი ბერა ივანიშვილი პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მინდა, ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები.

მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითოეულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ, ჯიჯგნოს მისი სხეული. მუდამ თქვენი ბერა“, – წერს ბერა ივანიშვილი „ფეისბუქში“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში