ბოლოდროინდელი მონაცემები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ძალიან შემაშფოთებელია, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ქიმიურმა თავდასხმებმა დაზარალებულებს დამწვრობა და ჯანმრთელობის ხანგრძლივი გართულებები დაუტოვა, რაც არღვევს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებს, რომლის შესრულებაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება.
კონგრესმენები აშშ-ის მთავრობას მოუწოდებენ, გადაამოწმონ ცნობები და პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესონ.
ჰელსინკის კომისიის განცხადებას აფასებენ პარლამენტის წევრები.
