მოვუწოდებთ მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებით - ამერიკის საელჩო

27 ივნისი 2019, 10:23 1550 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, 20 ივნისის საპროტესტო აქციებს ეხმაურება და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. 

საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან.

"მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ქმედებებისა და ძალაუფლების გადამეტების ინციდენტების გამოძიება, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად" - აღნიშნულია განცხადებაში. 

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა დაშალა, რა დროსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 305 პირი კი დააკავეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში