კითხვა თეა წულუკიანს - ადეიშვილის მოსამართლეების უვადოდ არჩევაა თქვენი შვიდწლიანი მინისტრობის შედეგი?

05 სექტემბერი 2019, 12:33 1363 ნახვა

"მინდა, ქალბატონ თეა წულუკიანს შევეკითხო, ეს არის მისი შვიდწლიანი მინისტრობის შედეგი, რომ ადეიშვილის მოსამართლეები ავირჩიოთ უვადოდ?" - დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ეს კითხვა იუსტიციის მისნიტს დაუსვა, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასამტკიცებლად შერჩეული 20 მოსამართლის  საკითხზე. 

დეპუტატი ამბობს, რომ სასამართლოში ასრებული კლანის მიერ შერჩეული 20 მოსამართლე, წინა ხელისუფლების დროს გამოწრთობილი მოსამართლეებია, რომლებიც ბოროტებებს სჩადიოდნენ. 

"ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ეს არის ძალიან ცუდი სიაა და უბედურებაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ფასი გადაიხადოს ბიძინა ივანიშვილმა, ბიძინა ივანიშვილს უნდა ეტკინოს ეს პროცესი ყველაზე მეტად, რომელიც პარლენტში წარიმართება. ამ ადამიანების სასამართლოში შესვლა იქნება ქვეყანაში ავტორიტარიზმის გარანტია, დაგვირგვინება, გაფორმება. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ამ ადმიანებზე აქცენტირება გააკეთა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის სახე, ეს უნდოდა მას ამ ქვეყანაში, მან ფორმალურად ჩაანაცვლა მმართველობაში სააკაშვილი. არანაირი ფუნდენტური რეფორმა შვიდი წლის თავზე მას არ გაუტარებია და პირიქით, ხაზი გადაუსვა, რაც ეხებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერეს, ადამიანის უფლებების განმტკიცებას, ეკნომიკურ წარმატებას",-აცხადებს გოგიჩაიშვილი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატიდან 20 მოსამართლეობის კანდიდატი 4 სექტემბერს შეარჩია.ახლა პროცესი უკვე საქართველოს პარლმენტში გადაინაცვლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში