ქობულეთში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

06 სექტემბერი 2019, 14:27 4691 ნახვა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი ადგილზე დაიღუპა.  ინფორმაციას "TV 25" ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევა სანაპირო ზოლში სასტუმროს მშენებლობისას მოხდა. 

მეორე დაშავებული მუშა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი