საოკუპაციო ხაზთან ე.წ. ოსეთი და რუსეთი სპექტაკლს ათამაშებენ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

07 სექტემბერი 2019, 11:28 933 ნახვა

„ერთადერთი აქტორი ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, შესაბამისად ის, რომ ვინმე სთხოვს დახმარებას რუსეთს, ეს არის გათამაშებული სპექტაკლი„ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა. სამინისტრომ სპექტაკლად ე.წ სამხრეთ ოსეთის განცხადება შეაფასა, რომლითაც რუსეთის ფედერაციას საზღვრების დაცვისთვის დახმარება სთხოვა.

როგორც დარსალიამ აღნიშნა, რუსეთის ფედერაცია არის ერთადერთი აქტორი ამ რეგიონში, რომელიც ნებისმიერ პროცესს საქართველოს და საქართველოს მთავრობაზე ზეწოლისთვის იყენებს.

"პირველრიგში რაც შეიძლება ითქვას არის ის რომ, რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები ე.წ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს იყენებენ, რათა გაზარდონ ზეწოლა საქართველოზე და ზოგადად საქართველოს ხელისუფლებაზე . „ეს პროცესები ცალსახად მიმართულია სიტუაციის დაძაბვისაკენ, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ე.წ სამხრეთ ოსეთის პარლამენტზე, რეალურად თუ ვინმეს ეკისრება პასუხისმგებლობა იქ არსებულ ვითარებაზე, ეს რუსეთის ფედერაციაა და მათ შორის მას ეკისრება პასუხისმგებლობა, ვითარების შემდგომ ესკალაციაზეც.

იმაზე ლაპარაკი რომ იქ თითქოს არსებობს სხვადასხვა აქტორები, არარელევანტურია და არ შეესაბამება სიმართლეს.ერთადერთი აქტორი ადგილზე არის რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად ის რომ ვინმე სთხოვს დახმარებას რუსეთის ფედერაციას, ეს არის გათამაშებული სპექტაკლი"

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში