მამუკა ხაზარაძე პოლიტიკოსებს შეცდომებისთვის მადლობას უხდის - მე ასე ვეღარ გავაგრძელებ

12 სექტემბერი 2019, 12:05 2235 ნახვა

თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა დღეს სიმბოლურად ანაკლიაში დაფუძნდა.

ხაზარაძემ პოლიტიკოსებს შეცდომებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ასე ვეღარ გააგრძელებდა. 

"'ჩვენ ვდგევართ იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის. აქედან უნდა განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი დასავლეთისკენ. ჩვენ ვართ სხვადასხვა სფეროდან, პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ჩვენს საქმიანობას წარმატებით ვუძღვებოდით. დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა აბსოლუტურად სხვა რეალობამ. საქართველოს დღეს განსაკუთრებით საჭიროებს იმ ადამინების ერთობას, რომელებმაც ცალ-ცალკე შექმნეს წარმატების ისტორია'' - თქვა პრეზენტაციაზე მამუკა ხაზარაძემ. 

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივ მოძრაობას დაფუძნება 9 ივლისს დააანონსა. 

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 24 ივლისს წაუყენეს. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს 700 - 700 ათასი ლარის გირაო შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში