2012 წლის 1 ოქტომბერს ქვეყანაში პირველად შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით. დღეს ოცნების დეპუტატები ერთმანეთს და ხალხს ამ თარიღს და გამარჯვებას ულოცავდნენ, ხალხი კი ჯერ კიდევ მაშინ გაცემული დაპირებების შესრულების მოლოდინშია.
ბევრი სვამდა კითხვას - რამდენი პლუსი და მინუსი აქვს მოქმედ ხელისუფლებას - მთავარ მიღწევად თავისუფალ გარემოს ასახელებენ, ყველაზე ნეგატიურად კი ლარის კურსის დრამატული გაუფასურება სახელდება - ამასთანაა დაკავშირებული გაზრდილი ფასებიც.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            