„გაიგე და დაინახე მეტი“ - ხვალ ამ სახელწოდებით ბათუმში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნება

06 დეკემბერი 2019, 15:33 3067 ნახვა

„გაიგე და დაინახე მეტი“ - ხვალ ამ სახელწოდებით ბათუმში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი   გაიხსნება. ფესტივალი წელს პირველად ტარდება.  მონაწილეობას ქართულ თეატრებთან ერთად ესპანეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინისა და თურქეთის ცნობილი დასები მიიღებენ. ღონისძიების  მსვლელობისას აჭარაში მოღვაწე თეატრალებს ჩაუტარდებათ ვორქშოპები. ფესტივალი 20 დეკემბერს დასრულდება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში