ხულოს სკოლების ნაწილი არასტაბილურად თბება

11 დეკემბერი 2019, 20:48 2614 ნახვა

ტემპერატურის დაცემასთან ერთად, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში დღის წესრიგში დგება საგანმანათლებლო დაწესებულებების გათბობის თემა. ხულოში პედაგოგები და მშობლები ამბობენ, რომ არსებული სისტემა მთიანი აჭარის მკაცრ პირობებს ვერ უმკლავდება.

გათბობის ტრადიციულ მეთოდს, ანუ შეშის ღუმელებსა და დიზელის სისტემას შორის არსებულ განსხვავებას ადასტურებენ დირექტორებიც. რესურსცენტრის უფროსი კი ირწმუნება, რომ პრობლემა გასულ წლებში  იყო. წელს კი მოსწავლეებს სიცივის საფრთხე არ ემუქრებათ ვინაიდან  მოწყობილობები სამინისტრომ შეცვალა და ხარვეზი გამოასწორა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში