დაკმაყოფილებული სარჩელი

13 სექტემბერი 2016, 00:00 2691 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს“ საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა დაევალა. მოსამართლემ ბათილად ცნო ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება, რომლის თანახმადაც აღნიშნულ;ი პოლიტიკური გაერთიანება რეგისტრაციიდან მოიხსნა. მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორი დღის ვადაში აქვს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაეკისრა 100 ლარი საარჩევნო ბლოკ „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს“ სასარგებლოდ, რაც საარჩევნო ბლოკმა სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზნით დახარჯა.

ამავე კატეგორიაში